logo
ENG



130 გარდაცვლილი და ათასობით დაინფიცირებული - რუსეთში ვითარება გართულდა

12 აპრ 202017:54
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთში ვითარება დამძიმდა. პანდემიის პერიოდში პირველად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი 2 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი კიდევ 24 ადამიანით გაიზარდა და 130-ს მიაღწია.

მოსკოვის საავადმყოფოებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგები დგას. მძღოლები ამბობენ, რომ ხშირად მათ პაციენტების კლინიკაში შესაყვანად საათობით უწევთ ლოდინი.

ხვალიდან რუსეთის დედაქალაქში მოსახლეობას გადასაადგილებლად სპეციალური ნებართვები სჭირდება. იზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის სამართალდამცველებმა ბოლო ერთ დღეში 1 300-ზე მეტი ადამიანი დააჯარიმეს. 


close დახურვა