logo
ENG



მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახი გენერალური პროკურორის გადადგომას მოითხოვს

08 იან 202618:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/08/4r2v0rtrz4i3269.jpg

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახის წევრებმა, ადვოკატებმა და მხარდამჭერებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს. 

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა მოითხოვა გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომა.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, თუ 17 იანვრამდე გიორგი გვარაკიძე არ გადადგება, 15:00 სთ-ზე აქციას გამართავენ და გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე შიმშილობას დაიწყებს.

25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც თბილისში რამდენიმე დღით ადრე თავს დაესხნენ.

არსებული ცნობით, მას 3 ოქტომბერს ჩაუსაფრდნენ, სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

გიგა ავალიანი კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


close დახურვა