უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნეპროვსკის რაიონში, სადაც დრონმა 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, ხანძარი გაჩნდა.
ასევე პეჩერსკის რაიონში, სადაც დრონმა 24-სართულიან არასაცხოვრებელ შენობას დაარტყა, 23-ე და 24-ე სართულები დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.
ასევე დაფიქსირდა ხანძარი დესნიანსკის რაიონში - სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე. დნეპრის რაიონში კი თავდასხმის შედეგად დაზიანდა დაუსახლებელი კერძო სახლი.
თავდასხმის შედეგად დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეუწყდა.
