აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას ახალი გაფრთხილება გაუგზავნა ქვეყანაში გავრცელებული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და არ დაუშვებს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.
„ჯობია, სროლა არ დაიწყოთ, რადგან ჩვენც დავიწყებთ სროლას,“ - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ირანში ვითარება უკიდურესად საშიშია და მთავარი საზრუნავი პროტესტში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოებაა. „მე უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ირანში მყოფი მომიტინგეები უსაფრთხოდ იქნებიან, რადგან ახლა ეს ძალიან სახიფათო ადგილია,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ ვაშინგტონი მოვლენების განვითარებას აკვირდება და გადაწყვეტილებებს არსებული კრიზისის მიხედვით მიიღებს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
