logo
ENG



POG: პირმა შვილთან ერთად იძალადა მეუღლეზე და მეზობელზე, 8 იანვარს მეზობელი მოკლა

10 იან 202619:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/10/lvdciczznkpe2em.png

პროკურატურის განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 1 იანვარს, ყვარლის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა ლ.ჩ.-მ საკუთარ შვილთან ერთად ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე და მეზობელზე, რა დროსაც დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

"8 იანვარს, ლ.ჩ. მეზობლის საცხოვრებელ სახლში მივიდა და შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დააკავეს. ლ.ჩ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (გამზრახ მკვლელობა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჯგუფურად), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მის შვილს ბრალდება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჯგუფურად), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა