თეირანის ქუჩებში და მსოფლიოს მასშტაბით ქალაქებში ექოდ გაისმის ირანელი ქალებისა და კაცების ნაბიჯები, რომლებიც თავისუფლებას ითხოვენ. სიტყვის, შეკრების, მოგზაურობისა და უპირველეს ყოვლისა თავისუფლად ცხოვრების უფლებას.
ევროპა სრულად უჭერს მხარს მათ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ ლეგიტიმური დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობას. ამ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები ისტორიის არასწორ მხარეს დარჩებიან. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა დაპატიმრებული დემონსტრანტი. ასევე მოვუწოდებთ, ინტერნეტზე სრული წვდომის აღდგენასკენ და საბოლოოდ, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისკენ
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.