logo
ENG



სასამართლომ გელა ხასაია პატიმრობაში დატოვა

12 იან 202618:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/12/qovyaezx4dys3gy.png

გელა ხასაია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა. ამავე საქმეზე წინასწარ პატიმრობაში დარჩა მეორე ბრალდებული ვასილ ქერდიყოშვილიც.

პროკურატურის ვერსიით, ორივე ბრალდებულს ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ედება ბრალად.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 2025 წლის 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ერთობლივად იძალადეს მოქალაქე რამაზ ჩადუნელზე.


close დახურვა