logo
ENG



ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში შეასახლეს

12 იან 202618:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/12/j4t0ubmr8281ybk.png

"ოცნების" ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში შეასახლეს.

ღარიბაშვილს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

"ოცნების" პრემიერმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რის შედეგადაც, მას 5-წლიანი პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა მიესაჯა.


close დახურვა