რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გვიან ღამით უკრაინაზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. ოკუპანტები კიევს, ხარკოვს და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებს დაესხნენ თავს.
უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ რუსების თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.
ხარკოვის საოლქო პროკურატურა აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ფოსტის - Nova Poshta-ს ტერმინალს დაარტყეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. გარდა ამისა, გვიან ღამით თავდასხმისას გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები, რაკეტები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, საზენიტო-სარაკეტო სისტემები.
