logo
ENG



Bloomberg: ირანმა რუსეთს $2.7 მლრდ-ის რაკეტები მიჰყიდა, რათა პუტინს ომში დახმარებოდა

13 იან 202612:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/13/96rbdmss31ab1eu.jpg

Bloomberg დასავლელი უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა რუსეთს თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტები მიჰყიდა.

კერძოდ, გამოცემა წერს, რომ ირანმა რუსეთთან დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტებთან დაკავშირებით კონტრაქტი გააფორმა, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებოდა.

Bloomberg-ის ცნობით, შეთანხმება 2021 წლის ოქტომბერში, ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გაფორმდა.

კონტრაქტები მოიცავდა - ბალისტიკურ და მიწა-ჰაერი კლასის რაკეტებს, კერძოდ - Fath-360-ის ტიპის მცირე მანძილზე მოქმედ ასობით ბალისტიკურ რაკეტას, სხვა ტიპის მცირე მანძილზე მოქმედ 500 რაკეტას, მიწა-ჰაერი კლასის 200-მდე რაკეტას.

გამოცემა წერს, რომ გარდა ამისა, ირანმა რუსეთს მილიონობით საბრძოლო მასალა და საარტილერიო ჭურვი მიაწოდა, ასევე Shahed-136 დრონები და ტექნოლოგია მათი რუსეთში წარმოებისთვის.


close დახურვა