logo
ENG



ირანში ილონ მასკის Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომა უფასო გახდა

14 იან 202611:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/14/0vs23sl6xzsyf6z.png

ირანში ილონ მასკის Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომა უფასო გახდა, მაშინ როცა ქვეყნის ხელისუფლება ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მკაცრ რეპრესიებს აგრძელებს.

ტექნოლოგიური ექსპერტის, აჰმად აჰმადიანის ინფორმაციით, ირანში არსებული Starlink-ის ექაუნთები, რომლებიც აქამდე არაქტიური იყო, უკვე ჩაირთო და სააბონენტო გადასახადი გაუქმდა. მისი თქმით, სისტემის გამოყენებისთვის საკმარისია სატერმინალო მოწყობილობის ცის ღია ხედვის მქონე ადგილზე განთავსება.

ბოლო დღეებში ირანის ხელისუფლებამ მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა მკვეთრად შეუზღუდა. უფლებადამცველთა მონაცემებით, პროტესტების ძალადობრივი ჩახშობისას 1 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თუმცა კავშირის გათიშვის გამო რეალური რიცხვი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Starlink-ი აქტივისტებისთვის ინფორმაციის გარე სამყაროსთვის მიწოდების ერთადერთ გზად იქცა, თუმცა მისი გამოყენება ირანის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეეძლება, რადგან ხელისუფლებას სატელიტური სიგნალის ჩახშობის შესაძლებლობაც აქვს.

18 დღის წინ ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაიწყო, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.

საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა.


close დახურვა