საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას წელსაც არ მიიღებს. ინფორმაცია ფორმულას ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ირაკლი კობახიძე ფორუმზე არც წელს მიუწვევიათ.
ქართული ოცნების წარმომადგენლები არც შარშან ესწრებოდნენ დავოსის ეკონომიკურ ფორუმს. მაშინდელი ოცნების ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი ირწმუნებოდა, რომ ეკონომიკურ ფორუმში თავად არ იღებდნენ მონაწილეობას და ამტკიცებდა, რომ "სხვა პრიორიტეტები ჰქონდათ", თუმცა დავითაშვილის ამ განცხადებამდე ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ღონისძიებიდან მოწვევა არ მიუღიათ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს დავოსში 19-23 იანვარს გაიმართება.
