logo
ENG



ადამ კადიროვის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა - ჩეჩნეთის ლიდერის შვილი მძიმე მდგომარეობაშია

16 იან 202622:55
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/16/b45okygr5n78yu4.png

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილი ადამ კადიროვი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გროზნოს ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ Kavkaz.Realii-ს ორი დამოუკიდებელი წყარო უყვება, მსგავს ინფორმაციას ავრცელებენ ოპოზიციური ტელეგრამ-არხებიც.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, საავადმყოფოს მიმდებარე გზები გადაკეტილია, რადგან ადამ კადიროვი რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაშია მოთავსებული. „ზუსტი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ ამ ეტაპზე არ გვაქვს“, - აცხადებს წყარო გროზნოდან. 

მოძრაობა NIYSO-ს ინფორმაციით, ადამ კადიროვის კორტეჟი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, როდესაც მოულოდნელად დაბრკოლებას შეეჯახა. შედეგად, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.


close დახურვა