ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ელჩად ინიშნება.
ილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან 2024 წლის 28 ნოემბერს გადადგა და მის შემდეგ ამ პოსტს მაკა ბოჭორიშვილი იკავებს.
კრიტიკოსების აზრით, ამ ნაბიჯის ერთადერთი მიზანია, "ოცნებამ" დიდ ბრიტანეთში ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დაიცვას და მისი სანქციებისგან გადარჩენას.
