უკრიანის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის დელეგაცია აშშ-ში ჩავიდა.
მისი თქმით, რუსების მიერ განხორციელებული ტერორის შედეგი დიპლომატიური პროცესის დისკრედიტაციაა.
"უკრაინის დელეგაცია უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მათი მთავარი ამოცანაა, სრულად და ზუსტად წარმოაჩინონ ის რეალობა, რასაც რუსეთის დარტყმები იწვევს.
ამ ტერორის ერთ-ერთი შედეგი დიპლომატიური პროცესის დისკრედიტაციაა: ხალხი კარგავს დიპლომატიის რწმენას, ხოლო რუსული თავდასხმები მუდმივად ძირს უთხრის დიალოგის იმ მცირე შესაძლებლობებსაც კი, რომლებიც მანამდე არსებობდა. ამერიკულმა მხარემ ეს უნდა გააცნობიეროს.
ასევე საჭიროა პროგრესი იმ დოკუმენტებზე, რომლების მომზადებაც მიმდინარეობდა. უკრაინა არასოდეს ყოფილა და არც იქნება მშვიდობის გზაზე დაბრკოლება. ახლა ჩვენს პარტნიორებზეა დამოკიდებული, წაიწევს თუ არა დიპლომატია წინ", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
