აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართა წინადადებით, რომ ბელარუსი გახდეს „მშვიდობის საბჭოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი.
ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დღეს განაცხადა.
„ბელარუსულმა მხარემ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბატონ დონალდ ტრამპის პირადი მიმართვა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე გრიგორის ძე ლუკაშენკოს სახელზე“, — ნათქვამია უწყების Telegram-არხზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსის ლიდერმა დადებითად შეაფასა ეს წინადადება.
განმარტებულია, რომ ქვეყანა მზად არის მონაწილეობა მიიღოს „მშვიდობის საბჭოს“ საქმიანობაში და იმედოვნებს, რომ ორგანიზაცია შეძლებს თავისი უფლებამოსილების გაფართოებას შემოთავაზებული მანდატის ფარგლებს გარეთ.
გარდა ამისა, ბელარუსის საგარეო ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი საერთაშორისო კონფლიქტის მოგვარების გლობალურ პროცესებში, რაც ასევე ხელს შეუწყობს „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის“ მშენებლობას.
