logo
ENG



სამთავრობო მედია წერს, რომ შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

20 იან 202615:08
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/20/y1s2m2jh586ig9z.jpg
რუსთავი 2 - screen

სამთავრობო და პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ქართული ოცნების პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს.

19 იანვარს მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა.

სამთავრობო რუსთავი 2 წერს, რომ შეწყალებულ პატიმართა დიდი ნაწილი სასჯელს ქსნის და ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდნენ.

შეწყალებულ პირთა სია არ ქვეყნდება, შესაბამისად, უცნობია, ვინ შეიწყალა ქართული ოცნების პრეზიდენტმა.

ადმინისტრაციაში თქვეს, რომ მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება "ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება".


close დახურვა