ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირში საქართველოს ელჩად თეა ახვლედიანი დაინიშნება.
თეა ახვლედიანი ამჟამად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრია.
ის ვატო მახარობლიშვილს შეცვლის, რომელსაც ვადა აპრილში ეწურება.
ამ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახურში არ ადასტურებენ.
