ევროკავშირის კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ შეაჩერონ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის გამო გაჟღერებული სატარიფო მუქარების გამო.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Monde ავრცელებს.
მანამდე ცნობილი იყო, რომ პარლამენტი უახლოეს კვირებში გეგმავდა კენჭისყრას ამერიკულ სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმების თაობაზე, რაც შეთანხმების ნაწილი იყო.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გადავადება არ ნიშნავს შეთანხმების ჩაშლას, რომელიც ივლისში გაფორმდა ტრამპთან ხანგრძლივი დავის შემდეგ.
ევროკავშირის კანონმდებლები ამტკიცებენ, რომ ეს ამერიკული ბიზნესის შეაშფოთებას გამოიწვევს.
„ეს არის უკიდურესად ძლიერი ბერკეტი — არ მგონია, კომპანიები დათანხმდნენ ევროპული ბაზრის დათმობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვალერი ჰაიერმა, ცენტრისტული ჯგუფის, Renew-ს პრეზიდენტმა.
ტრამპმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1-ელი თებერვლიდან 20%-იანი ტარიფები დაუწესდებათ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხში მას ეწინააღმდეგება.
კერძოდ, აღნიშნული ზომები შეეხებათ: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს.
მისივე თქმით, 1-ელი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.
აშშ-ის პრეზიდენტი ამ ნაბიჯს "გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის" საბაბით ამართლებს.
