logo
ENG



TI: "ოცნების" 87-დან 41 დეპუტატს ბიზნესთან კავშირი აქვს

21 იან 202612:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/21/nxt2n48foy99oju.jpg

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, "ოცნების" 87 დეპუტატიდან 41-ს ბიზნესთან კავშირი აქვს.

აქედან, შემოსავლის შესახებ დეკლარაციაში უთითებს 17 დეპუტატი.

კვლევის მიხედვით, 7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი, ხოლო 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა.

ორგანიზაცია წერს, რომ იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებული შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან მიიღეს 7 736 986 ლარი, ხოლო ტენდერების მოგების შედეგად - 465 900 569 ლარი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ბოლოს წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად "ოცნების" დეპუტატებმა შემოსავლის სახით მიიღეს:

  • ანტონ ობოლაშვილი 4 860 828,41 ლარი
  • ბერეკაშვილი შოთა 4 712 134,18 ლარი
  • ჭყონია გიორგი - 4 373 744,02 ლარი
  • ზაალ დუგლაძე 1 470 979,19 ლარი
  • ბარვენაშვილი გიორგი 1 033 008,48 ლარი
  • ლაშა ტალახაძე - 680 000 დოლარი

ხოლო, 5-ზე მეტი კომპანიისმეწილეები არიან შემდეგი დეპუტატები:

  • ვასილ ჩიგოგიძე - 21
  • გიორგი ჭყონია - 20
  • გიორგი ბარვენაშვილი - 11
  • ბეჟან წაქაძე - 8
  • ზაალ დუგლაძე 7
  • გიორგი ხახუბია - 6
  • ირაკლი კირცხალია - 6

close დახურვა