logo
ENG



ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

21 იან 202615:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/21/3i20rs144e7273g.jpg

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ე.წ. მთავრობის გადადგომის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის" განცხადებით ირკვევა, რომ გაგლოევმა ე.წ. პრემიერმინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა.

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის დროებითი შესრულება ვიცე-პრემიერ ძამბოლატ თადთაევს დაეკისრა.

სამხრეთ ოსეთის მინისტრთა კაბინეტს დაევალა მოვალეობების შესრულება ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე", - წერია განცხადებაში.


close დახურვა