აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმუმზე განაცხადა, რო სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი ითხოვა.
მისი თქმით, გადაზიდვები ამჟამად საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა დაამატა, რომ ტრანზიტის უზუნველყოფა პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით "არც ისე შორსაა."
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, გარდა, რა თქმა უნდა, სომხეთისა — ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო. მას შემდეგ, რაც დე-ფაქტო მშვიდობა დამყარდა, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და საექსპორტო ოპერაციები.
ჩვენ ასევე მივიღეთ თხოვნა სომხური მხარისგან, რათა დავრთოთ ნება ტრანზიტს სომხეთიდან რუსეთის მიმართულებით. ჩვენ დე-ფაქტო, ცალმხრივად გავხსენით დერეფნები სომხეთისთვის. დიახ, ამჟამად გადაზიდვები ხორციელდება საქართველოს გავლით, მაგრამ დადგება დღე, როდესაც ტრანზიტი უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით და ეს დღე არც ისე შორსაა", - თქვა ალიევმა.
