ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გრენდლანდიასთან დაკავშირებით გადაჭარბებულ ძალებს არ გამოიყენებს.
ამის შესახებ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"ჩვენ არაფერს მივიღებთ, თუ არ გადავწყვეტ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეუჩერებლები ვიქნებით, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ... ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რაც კი გამიკეთებია, რადგან ხალხი ფიქრობდა, რომ ძალას გამოვიყენებდი.
მე არ მჭირდება ძალის გამოყენება, არ მსურს ძალის გამოყენება და არ გამოვიყენებ ძალას. ერთადერთი, რასაც შეერთებული შტატები ითხოვს, არის ადგილი, რომელსაც გრენლანდია ჰქვია. სრული უფლებებითა და საკუთრებით, რადგან მის დასაცავად საკუთრება აუცილებელია. იჯარით აღებულს ვერ დაიცავ"- თქვა ტრამპმა.
