"ფედერალისტები" ტროტუარზე დგომის გამო, "ოცნების" სასამართლოს მიერ, ადამიანებისთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება.
პარტიის განცხადებით, ამ ნაბიჯით სასამართლო არ კანონს, არამედ უკანონო რეპრესიებს აღასრულებს.
მათი თქმით, პროტესტის მშვიდობიან მოქალაქეთა დაპატიმრება ვერ შეცვლის ადამიანთა უფლებას, "გააპროტესტონ და იბრძოლონ არალეგიტიმური, უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ."
"რეჟიმი, რომელსაც ეშინია ტროტუარზე მოქალაქეთა შეკრების, თავადვე ადასტურებს თავის არალეგიტიმურობას.
მისი გახრწნილი სასამართლო, რომელმაც დღეს ტროტუარზე შეკრებისთვის მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, აღასრულებს არა კანონს, არამედ ამორალურ, უკანონო რეპრესიებს.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, ხოლო საჯარო სივრცე ქართველი ხალხის საკუთრება და არა ივანიშვილის და მისი კრიმინალური რეჟიმის.
ვერც ერთი კანონი, ვერც ერთი სასამართლო, ვერც ერთი პატიმრობა ვერ წაშლის მოქალაქეთა უფლებას, გააპროტესტონ და იბრძოლონ არალეგიტიმური, უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ.
დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ქუჩაში პროტესტის გარეშე, რეჟიმი მოქალაქეებს წაართმევს ყველაფერს, რისთვისაც 35 წლის წინ დამოუკიდებელი სახელმწიფო დავაფუძნეთ.
რომ მას არ შეაკავებს არაფერი, იმ ძალის გარდა, რომელსაც ქუჩაში მოქალაქეების ერთიანობა ქმნის.
დიდება თავისუფლებას!", - წერია განცხადებაში.უ
