logo
ENG



აშშ ეროვნული თავდაცვის 2026 წლის სტრატეგიას აქვეყნებს

24 იან 202616:56
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/24/d71mxvl3fl85c5c.png

პენტაგონი ამერიკის შეერთებული შტატების 2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას აქვეყნებს.

ვრცელ დოკუმენტში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ერთი თავი ეთმობა რუსეთს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგის ქვეყნებისთვის კვლავ მუდმივ, მაგრამ მართვად საფრთხედ რჩება.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სხვადასხვა დემოგრაფიულ და ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის, უკრაინაში მიმდინარე ომი აჩვენებს, რომ ქვეყანას კვლავ გააჩნია სამხედრო და სამრეწველო ღრმა რეზერვები. რუსეთმა ასევე დაადასტურა, რომ აქვს ეროვნული ნებისყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს მას ხანგრძლივი ომის გაგრძლეებისთვის.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო საფრთხე ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაზეა ორიენტირებული, ის ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდ ბირთვულ არსენალს, აგრძელებს მოდერნიზაციასა და დივერსიფიკაციას, რომელთა გამოყენებაც მას აშშ-ის წინააღმდეგ შეუძლია.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები მზად იყვნენ დაიცვან, ქვეყანა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან"- ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ევროპის ჰეგემონიას წინააღმდეგობა გაუწიოს.

"ევროპული NATO მნიშვნელოვნად აღემატება რუსეთს ეკონომიკური მასშტაბით, მოსახლეობის რაოდენობით და სამხედრო ძალით... საბედნიეროდ, ჩვენი NATO-ს მოკავშირეები რუსეთზე გაცილებით ძლიერები არიან"- ნათქვამია დოკუმენტში.


close დახურვა