მოსკოვში დააკავეს ქართველი ნელი გაფრინდაშვილი პლაკატის გაშლის გამო, რომელზეც ეწერა: "პუტინი მკვლელია."
მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის საფუძველზე 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ოქმები ასევე შედგა აქციების ჩატარების წესის დარღვევისა და არმიის „დისკრედიტაციის“ მუხლებით. ამ მუხლების საფუძველზე სასამართლომ მას ჯარიმის სახით, ჯამში, 60 ათასი რუბლი დააკისრა.
