logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში ჩავიდა

25 იან 202614:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/25/y6m91g17x6unjuw.png

ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება.

ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა.

„მადლობა მხარდაჭერისთვის - ლიეტუვამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, დაეხმაროს უკრაინის ქალაქებსა და თემებს თითქმის ასი გენერატორის გადაცემით. ასევე განვიხილეთ სამხედრო თანამშრომლობა, თავდაცვის ერთობლივი პროექტები და ლიეტუვას წინადადება ვილნიუსში იარაღის ექსპორტის პლატფორმის შექმნის შესახებ, PURL-ის ინიციატივის მხარდაჭერა და SAFE ინსტრუმენტის ფარგლებში თანამშრომლობა“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელშ შეხვედრის შემდეგ.

ზელენსკის ლუბლინის სამკუთხედის ფორმატში შეხვედრა აქვს დაგეგმილი პოლონელ კოლეგა კაროლ ნავროცკისთანაც, რის შემდეგაც ლიდერები ერთობლივ კონფერენციას გამართავენ.

სამი ქვეყნის პრეზიდენტები ასევე მონაწილეობას მიიღებენ იანვრის ამბოხების 163-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.


close დახურვა