logo
ENG



ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს

27 იან 202611:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/27/hlajkngivmqxdsv.jpg

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს ადვოკატი. 

ადვოკატის თქმით, ილია ღუდუშაურისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. ის ამბობს, რომ საქმის მასალები ჯერ არ გადაუციათ და შესაბამისად, არ იცის, რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს. 

ილია ღუდუშაური ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის მოადგილე იყო. ის თანამდებობაზე 2022 წლის 3 იანვარს დაინიშნა. 


close დახურვა