ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Adjara Times-ის ინფორმაციით, შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში მოხდა. მათივე ცნობით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს.
ამ ეტაპზე უცნობია დამატებითი დეტალები. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
