logo
ENG



შსს: ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება, პირველადი ინფორმაციით, სხეულის გადაციებამ გამოიწვია

27 იან 202619:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/27/jz7lzzjc0li7916.jpg

"ოცნების" შსს-ში აცხადებენ, რომ ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება, პირველადი ინფორმაციით, სხეულის გადაციებამ გამოიწვია.

უწყებაში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები დღეს იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


close დახურვა