თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი აპროტესტებენ "ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით.
პროტესტის მონაწილეები თსუ-ის რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ.
აღნიშნულ აქციას შეუერთდება მსვლელობა სტუ-დან.
