logo
ENG



საერთაშორისო მედია ორგანიზაციები მოუწოდებენ ოცნებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა

31 იან 202617:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/31/qqlpxqs52ar1qlg.png

მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების მექანიზმის, MFRR - ის პარტნიორები უერთდებიან საერთაშორისო პრესის ინსტიტუტს, IPI-ის და გმობენ ქართული ოცნების რეპრესიულ საკონონმდებლო ცვლილებებს.

ორგანიზაციების თქმით, ოცნების მიერ მიღებული ცვლილებები შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებთან და ევროპის საბჭოს წევრობასთან.

"ცვლილებები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს ეუთოს (OSCE) ფარგლებში, რომელიც მოითხოვს გამოხატვის თავისუფლების დაცვას და მედიის დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობას.

მივესალმებით ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რომლის მიზანია ექსპერტთა მისიის დაწყება საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების შესაფასებლად.

ჩვენი ორგანიზაციები მოუწოდებენ, ქართული ოცნების ხელმძღვანელობით მოქმედ პარლამენტს, დაუყოვნებლივ გააუქმოს ამ შემზღუდავი ცვლილებების მიღების გეგმები და არსებული რეპრესიული კანონმდებლობა, მათ შორის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ქართული ვერსია, აგრეთვე გრანტებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას, მკაცრად უპასუხონ მმართველი პარტიის მიერ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას, მათ შორის დამატებითი მიზნობრივი სანქციების გამოყენებით"- ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადების ხელმომწერები :

  • საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI)
  • ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ)
  • შეუზღუდავი თავისუფალი პრესა (Free Press Unlimited - FPU)
  • ბალკანებისა და კავკასიის ტრანსევროპული ობსერვატორია (Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa - OBCT) 
  • ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი (ECPMF)

close დახურვა