logo
ENG



ოცნების საგარეო: ლაშა დარსალია სახ.მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა

04 თებ 202611:48
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/04/vmkm7ddiqlgvs0i.jpg

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.

ოცნების საგარეოს თანახმად, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - ვკითხულობთ განცხადებაში.  

მანამდე, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 


close დახურვა