logo
ENG



იოსელიანმა ციხეში ახალაია, ღარიბაშვილი, სააკაშვილი, ხაბეიშვილი და სხვები მოინახულა

04 თებ 202615:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/04/qdimexz23sl35lp.jpg

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, დღეს ლევან იოსელიანმა რუსთავის N12-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.

მათი ცნობით, სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს: ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს.

"სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა