logo
ENG



აუდიტი ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში გამოძიებაზე განმარტებას აკეთებს

04 თებ 202616:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/04/410wiq739zzewut.jpg

აუდიტის სამსახური პროკურატურის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის" პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, განმარტებას აკეთებს.

აუდიტი აცხადებს, რომ შეისწავლეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და სპეციალურ ტექნიკაზე (მათ შორის მეტროს ვაგონებზე) გაწეული მოვლა-შენახვის, როგორც შიდა, ისე გარე მომსახურების ხარჯები, რომელიც მოიცავს 2023-2024 წლების პერიოდს.

გარდა ამისა, აუდიტის განცხადებით, შესწავლილი იქნა - შპს თბილისის სანტრანსპორტო კომპანიასა და სს ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურეობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.

"მასალების შესწავლით გაჩნდა კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში", - აცხადებს აუდიტის სამსახური. 


close დახურვა