აშშ და ირანი მოლაპარაკებებს ხვალ ომანში გამართავენ. რეგიონული ოფიციალური პირის თანახმად, ირანს სურდა, მოლაპარაკებების ადგილის თურქეთიდან ომანში გადატანა, რათა განსახილველ საკითხების შორის არ ყოფილიყო თეირანის ბალისტიკური რაკეტები.
ირანმა თავისი ძლიერი ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დათმობაზე არ წავა და მისთვის ეს "წითელი ხაზია".
რეგიონული ოფიციალური პირის თქმით, ირანმა დასაწყისშივე განმარტა, რომ მოლაპარაკებებში მხოლოდ თავისი ბირთვული პროგრამის განხილვას დასთანხმდებოდა.
მოლაპარაკებებში მონაწილეობას ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაქჩი მიიღებენ.
რეგიონის რამდენიმე სხვა ქვეყნის მინისტრების -მათ შორის პაკისტანის, საუდის არაბეთის, კატარის, ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების - დასწრებაც იყო მოსალოდნელი, თუმცა რეგიონულმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ თეირანს მხოლოდ აშშ-სთან ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვა სურდა.
