logo
ENG



თბილისში კაცი დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

05 თებ 202611:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/05/suhvbd6jatiy3qg.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით კაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."


close დახურვა