აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მომდევნო კვირაში, ორშაბათს, სომხეთს, მოგვიანებით კი - აზერბაიჯანს ეწვევა.
Euronews წერს, რომ ჯეი დი ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ხაზს უსვამს აშშ-ის ყურადღებას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის პროცესისა და "დონალდ ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისთვისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) პროექტის მიზნების მიმართ.
ამასთან, Euronews წერს, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ვაჭრობას, ინვესტიციებსა და ინფრასტრუქტურას რეგიონში TRIPP-ის მეშვეობით, თუმცა აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსების შეფასებით, წარმატებისთვის აუცილებელი იქნება ძლიერი მმართველობა და მჭიდრო ტრანსატლანტიკური კოორდინაცია.
ვიზიტის შესახებ თავდაპირველად თავად აშშ-ის პრეზიდენტმა დააანონსა. 2026 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში თებერვლის თვეში გაემგზავრებოდა.
ამასთან, 2026 წლის 21 იანვარს აზერბაიჯანი და სომხეთი - ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანების მოთხოვნას დათანხმდნენ.
