logo
ENG



ოცნების მთავრობა "საქართველოს განვითარების ფონდის" ლიკვიდაციას გეგმავს

06 თებ 202618:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/06/w3vfhhdyrm05we9.jpg

ქართული ოცნების მთავრობა "საქართველოს განვითარების ფონდის" ლიკვიდაციას გეგმავს. ინფორმაცია ქართული ოცნების პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული კანონპროექტების ჩამონათვალშია აღნიშნული.

"სააქციო საზოგადოება - საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად გამოცხადდება „სააქციო საზოგადოების - საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონი"- ნათქვამია დოკუმენტში.

განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ბესიკ ბუგიანიშვილია, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი დავით საგანელიძე.


close დახურვა