ქართული ოცნების განათლების მინისტრი გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მიქანაძემ თქვა, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესთავაზა, შეიქმნას მმართველი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ორივე მხრიდან და რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს არა რამდენიმე თვის, არამედ დაახლოებით 2-2.5 წლის განმავლობაში.
მიქანაძის განმარტებით, შექმნილი მმართველი საბჭო იმსჯელებს რეორგანიზაციის პროცესზე, პოზიციების ჩამოყალიბებაზე, პროგრამენბის დადარებაზე და ა.შ.
ოცნების მინისტრის თქმითვე, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა შესთავაზეს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებს, შემდეგ უკვე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იმ პროცესით განხორციელდეს ნაბიჯები რეორგანიზაციაზე.
"ჩვენი მხრიდან ამ პოზიციების მოსმენის და მათი ხედვების მოსმენის შემდეგ შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ ორგანომ არა მყისიერად და რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ თუნდაც 2-2.5 წლის განმავლობაში, რაც ამ რეფორმისთვის გვაქვს განსაზღვრული, იმსჯელოს ამ საკითხებზე, ყველა პოზიცია შეაჯეროს და ამ პროცესების შეჯერების შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია. ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან, გამოითქვა სურვილი, რომ ამ პროცესებით კი არ წავიდეთ, არამედ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ ყველა ამ საკითხზე იმსჯელებს, შემდგომში უკვე გადაწყვეტილებას რასაც მიიღებს,ამ პროცესით განვახორციელოთ შემდგომი ნაბიჯები რეორგანიზაციაზე. საბოოლოო ჯამში, ჩვენ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ ეს დიალოგი უმნიშვნელოვანესი იყო, ჩემი მხრიდან გაკეთდა თხოვნა, რომ ორივე უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმ კონკრეტულ შეთავაზებაზე, გაანალიზოს ის მხარეები რომლებიც დაკავშირებულია რეფორმის განხორციელებასთან. პარალელურად, ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ჩვენ გუნდში კიდევ ერთხელ შევაჯერებთ გამოთქმულ პოზიციებს და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება შევთავაზოთ ამ პროცესთან დაკავშირებით.
შეთავაზება გაკეთდა და ეს შეთავაზება არის იმასთან დაკავშირებით, რომ რადგანაც საკანონმდებლო ბაზა უკვე შესაბამისობაშია, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი და ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი საბჭო, ამასთან დაკავშირებით მე ვთხოვე, რომ მათ იმსჯელონ, იფიქრონ ამ საკითხზე და დაგვიბრუნდნენ პასუხით. მათი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იყოს ჯერ ეს პროცესები და უკვე შემდეგში გადვიდეს რეორგანიზაციის ნაწილში, თუ იქნება შესაბამისი დასკვნა სამუშაო ჯგუფის"- თქვა მიქანაძემ.
