logo
ENG



სამი ადამიანი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკი

08 თებ 202611:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/08/xj9m0bfo9c6orkr.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი ადამიანი: 1995 წელს დაბადებული ნ.ბ., 1990 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1985 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


close დახურვა