logo
ENG



ქუთაისის კლინიკაში ექიმმა დაზიანებები მიიყენა, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

09 თებ 202614:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/09/x0uiq1fjb2ko2kp.jpg

ქუთაისის კლინიკა უნიქალ მედიში მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ექიმმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიიყენა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.

TV პირველთან თვითმხილველები ამბობენ, რომ ექიმის მიერ ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებების მიყენებას წინ, სავარაუდოდ, კლინიკის დირექტორთან კახა ნურალიძესთან კონფლიქტი უძღოდა.

იქ მომუშავე ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, დირექტორის მხრიდან ქალების შევიწროება სისტემურ ხასიათს ატარებდა და ამის შესახებ არაერთხელ მიმართა კლინიკის დამფუძნებლებს, რომ კახა ნურალიძე გაეთავისუფლებინათ.

"რამდენიმე კვირის წინ დამირკა თვითონ [დაშავებულმა ქალმა], როგორც დამფუძნებელი ამოდი და რამე ზომები მიიღეთ. ეს კაცი [კახა ნურალიძე] სიცოცხლეს გამომასალმებსო. მე თვითონ იმიტომ არ მოვედი აქ, რომ მეც ანალოგიურ მდგომარეობაში ვყავდი. [...] რამდენიმე თვეა, დამფუძნებლებთან ვცდილობთ, ეს კაცი გაუშვან თანამდებობიდან, თუმცა რეაგირება არ იყო", - აღნიშნავს თანამშრომელი.

სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ქალს, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. 

კლინიკის დირექტორს მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 


close დახურვა