logo
ENG



თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება

09 თებ 202617:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/09/f047446ulm0arsh.jpg

ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. 

ეს განცხადება მან ბრიფინგზე, სტუ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. განათლების რეფორმის შესაბამისად, სტუ - "წმინდად ტექნიკურ უნივერსიტეტად" გარდაიქმნება. 

"ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი გარდაიქმნება წმინდად ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლება მომავალში მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა, შესაბამის პროგრამაში შედიოდა.

ასევე, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები მომდევნო 2 წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ, აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა