logo
ENG



ზელენსკი: აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს გაიმართება

11 თებ 202619:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/11/bl9yj5fw3qg72vh.png

აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი, სავარაუდოდ, 17 ან 18 თებერვალს გაიმართება და დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი თემა ტერიტორიული საკითხები იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ვაშინგტონმა კიევს ახალი რაუნდის ჩატარება შესთავაზა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას რუსეთის დელეგაცია.

პრეზიდენტის განმარტებით, შეხვედრაზე განიხილება, მათ შორის, აშშ-ის ინიციატივა დონბასის ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, ამ იდეის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი როგორც უკრაინული, ისე რუსული მხარე.

„არცერთი მხარე არ უჭერს მხარს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეას - არც რუსები და არც ჩვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. და შევთანხმდით შემდეგზე: ამ საკითხს შემდეგ შეხვედრაზე დავუბრუნდებით ხედვით, თუ როგორი შეიძლება, იყოს ეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, კიევი ელოდება, რომ შეერთებული შტატები მკაფიოდ დააფიქსირებს პოზიციას იმის შესახებ, თუ ვინ უნდა აკონტროლებდეს შესაძლო ეკონომიკურ ზონას.

„თუ ეს ჩვენი ტერიტორიაა, და ეს ჩვენი ტერიტორიაა, მაშინ ის უნდა მართოს ქვეყანამ, რომელსაც ის ეკუთვნის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში ეკონომიკური საკითხებიც განიხილონ. ამ მიმართულებით დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევიც შევა.


close დახურვა