logo
ENG



როგორ განაწილდა ფაკულტეტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში - კვოტები დაამტკიცეს

12 თებ 202614:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/12/h3m5gimy1tdj7cw.jpg

ქართული ოცნების განათლების სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების კვოტებს აქვეყნებს.

მათი მტკიცებით, კვოტები განაწილდა "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპის შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.

თსუ- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

სტუ - საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები თსსუ - მედიცინის სპეციალობები ილიაუნი - პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აგრარული სპეციალობები, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები

სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი - შესაბამისი სპეციალობები

ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები - მრავალფუნქციური სპეციალობები

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტები - აგრარული სპეციალობები, ტურიზმის მიმართულებები და პედაგოგიკა


close დახურვა