logo
ENG



მიქანაძე: წელს მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება

12 თებ 202614:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/12/hl55m302oynymiv.jpg

ქართული ოცნების განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ წელს უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება.

"გასულ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება. ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას ასევე სრულიად უფასოდ მიიღებენ"- თქვა მიქანაძემ.

დღეს ქართული ოცნების მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების კვოტები დაამტკიცა.

ფაკულტეტები ასე გადანაწილდა: 

თსუ- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

სტუ - საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები თსსუ - მედიცინის სპეციალობები ილიაუნი - პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აგრარული სპეციალობები, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები

სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი - შესაბამისი სპეციალობები

ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები - მრავალფუნქციური სპეციალობები

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტები - აგრარული სპეციალობები, ტურიზმის მიმართულებები და პედაგოგიკა.

 


close დახურვა