logo
ENG



პესკოვი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება

13 თებ 202622:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/13/2tm8uwuacin3aqx.jpg

პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება.

მისივე ცნობით, რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს.

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების წინა რაუნდი აბუ-დაბიში 4-5 თებერვალს გაიმართა. რუსეთის დელეგაციას მაშინ ხელმძღვანელობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი.


close დახურვა