logo
ENG



ტრამპის თქმით, ირანში რეჟიმის ცვლილება "საუკეთესო რამ იქნებოდა, რაც შეიძლება მოხდეს"

14 თებ 202612:55
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/14/pj5a9c61omlu42v.png

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანში რეჟიმის ცვლილება "საუკეთესო რამ იქნებოდა, რაც შეიძლება მოხდეს". ეს მან ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, სურს თუ არა ირანში ხელისუფლების ცვლილება.

"47 წლის განმავლობაში ისინი საუბრობდნენ და საუბრობდნენ, ამასობაში ჩვენ ბევრი სიცოცხლე დავკარგეთ, ვიდრე ისინი საუბრობდნენ" - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა უარი თქვა, დაესახელებინა, ვის ისურვებდა ირანის რეჟიმის შემცვლელად, მან თქვა: "არიან ადამიანები".

მისივე თქმით, მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი, USS Gerald R Ford ახლო აღმოსავლეთში იგზავნება იმ შემთხვევისთვის, თუ ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგება და სიტუაცია დაიძაბება.

"თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ის დაგვჭირდება. ის ძალიან მალე გაემგზავრება" - განაცხადა ტრამპმა.

Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის მიერ ბრძანების გაცემის შემთხვევაში აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის ემზადებიან, რომელიც შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.


close დახურვა