logo
ENG



დიდი ბრიტანეთი: ალექსეი ნავალნი ბაყაყის შხამით მოკლეს

14 თებ 202618:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/14/44tq011q22lly3e.png

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი ბაყაყის შხამით მოკლეს.

ციმბირის სასჯელაღსრულების კოლონიაში ნავალნის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა ნავალნის ცხედარზე ნაპოვნი მასალების ნიმუშების ანალიზის ჩაატარეს.

გამოძიება დიდმა ბრიტანეთმა შვედეთთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და გერმანიასთან ერთად ჩაატარა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებით, ნავალნის ცხედრიდან აღებულ ნიმუშებში ეპიბატიდინის სახელით ცნობილი ტოქსინი აღმოაჩინეს.

"მხოლოდ რუსეთის მთავრობას ჰქონდა საშუალება, მოტივი და შესაძლებლობა, ეს სასიკვდილო ტოქსინი ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოეყენებინა რუსეთში მისი პატიმრობის დროს“ , - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის სავარაუდო დარღვევის შესახებ აცნობა.

ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს, 47 წლის ასაკში ციხეში დაიღუპა. ის იყო რუსეთის ოპოზიციის ლიდერი და აქტივისტი.

2020 წელს იგი მოწამლეს "ნოვიჩოკის“ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. მან მკურნალობა გერმანიაში გაიარა და რუსეთში დაბრუნების შემდეგ აეროპორტში დააკავეს.

ნავალნი სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ციხეში. ბოლოს ის გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა. ნავალნის გარდაცვალების შემდეგ რუსული პროპაანდისტული მედიები ამტკიცებდნენ, რომ ნავალნიმ ციმბირის სასჯელაღსრულების კოლონიაში ცოტა ხნით გაისეირნა, თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, შემდეგ კი გონება დაკარგა და გარდაიცვალა.


close დახურვა