შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მონაკვეთზე (კალა-უშგული) დროებით იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზი ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება გახდა.
აკრძალვა ყველა სახის ავტოტრანსპორტს ეხება.
